Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აშშ-ის არჩევნებზე: კავშირები "მეტად ვერ გაუარესდება, ალბათ არ გაუმჯობესდება"


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი აცხადებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობა ამჟამინდელზე მეტად ვერ გაუარესდება და იქვე დასძენს, რომ არც გაუმჯობესების პერსპექტივები იკვეთება აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ. დმიტრი პესკოვი ამ განცხადებებით გამოვიდა 7 ნოემბერს, მას მერე, რაც გამოჩნდა, რომ დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში მოიპოვა უმრავლესობა, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკელებმა სენატზე შეინარჩუნეს კონტროლი. "ძნელი იქნება [ამ ურთიერთობის] კიდევ უფრო გართულება" - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს შეკითხვებზე პასუხად და დასძინა, ყველაფერი უკვე ძალიან რთულადააო. გავრცელებული ვარაუდით, მნიშვნელოვანი ერთსულოვნება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, რომლებიც გამოიწვია კრემლის ჩარევამ უკრაინაში და სხვაგან, არ დაიკლებს მას შემდეგ, რაც იანვარში წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები გახდებიან წამყვანი ძალა. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების და შეიარაღებული ძალების კომიტეტებს სათავეში ჩაუდგებიან ელიოტ ენგელი და ადამ სმიტი, შესაბამისად, რომლებსაც საზოგადოება კრემლის კრიტიკოსებად იცნობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG