Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსს ავტორად კოლაუ ნადირაძე აწერია


ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია უკვე თვეებია მიმდინარეობს და მის ახალ იერსახესთან დაკავშირებით მოსახლეობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

რეაბილიტაციისას ხიდის სავალ ნაწილზე დატანილი იქნა სხვადასხვა ავტორების ტექსტები ქუთაისზე. მათ შორის ნაწყვეტი ტერენტი გრანელის ლექსიდან "აღსარება ქუთაისს", თუმცა ამ ტექსტს ავტორად კოლაუ ნადირაძე აწერია.

ქუთაისის მერიაში რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს, რომ ეს შეცდომა ტექნიკური ხასიათისაა და გამოსწორდება. მერიაში ამბობენ, რომ შეცდომა იმ ხელოსნებმა დაუშვეს საამქროში, რომლებსაც მეტალზე ლიტერატურული ტექსტების ამოტვიფრვა ევალებოდათ.

Facebook-ზე მომხმარებლები ასევე ავრცელებენ ვიზუალურ მასალას, სადაც ჩანს, როგორ არის დამაგრებული ლითონის ფირფიტები ხიდზე და შიშობენ, რომ მასზე გავლა შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG