კამერუნში გაათავისუფლეს 78 მოსწავლე და მძღოლი, რომლებიც ორშაბათს გაიტაცეს თავდამსხმელებმა. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, ტყვეობაში რჩება ორი ადამიანი: მასწავლებელი და სკოლის დირექტორი. თავდამსხმელებმა ბავშვები სკოლაში დააბრუნეს სამშაბათ საღამოს. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღეს თუ არა მათ გამოსასყიდი. გამტაცებლებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ადგილობრივი პასტორი. სკოლაზე, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ კამერუნში მდებარეობს, თავდასხმა მოეწყო ორშაბათს. ადგილობრივმა სეპარატისტებმა შარშან გამოაცხადეს შეიარაღებული წინააღმდეგობის დაწყების შესახებ. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებენ ინგლისურენოვანი უმცირესობის შევიწროვებაში. ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ფრანგულენოვანები შეადგენენ.
ყველაზე პოპულარული
1