საქართველოს მთავრობა ცვლის სოციალური დახმარების სისტემას და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობს დაიწყებენ, სოციალური დახმარება აღარ შეუწყდებათ.
„არსებული სოციალური დახმარების გაცემის სისტემა გარკვეულწილად ახალისებდა უმუშევრობას. შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხით შევიმუშავეთ ახალი სისტემა და ყველა მოქალაქე, რომელიც დღეს იღებს სოციალურ დახმარებას, თუკი დაიწყებენ მუშაობას და მიიღებენ ოფიციალურ შემოსავალს, მათ არ შეუწყდებათ სოციალური დახმარების მიღება. ისინი ერთი წლის განმავლობაში შეძლებენ ამ ფულადი დახმარების მიღებას. ხოლო, მეორე წელს, მათ უკვე შეუნარჩუნდებათ, არა ფულადი, არამედ სხვადასხვა ტიპის ვაუჩერები, სამედიცინო დაზღვევები, შეღავათები და ასე შემდეგ" - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.