Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ადამიანი დაიჭრა ლოს-ანჯელესის გარეუბანში ბარში სროლის შედეგად


სულ მცირე, 11 ადამიანი, მათ შორის შერიფის მოადგილე, დაზარალდა ბარში სროლისას ლოს-ანჯელესის გარეუბანში. ამის შესახებ „ლოს-ანჯელეს ტაიმსი“ იტყობინება პოლიციაზე დაყრდნობით. სროლა წუხელ ღამით ატყდა ქალაქ თაუზანდ-ოუკსში. მამაკაცი, რომელმაც 30-ზე მეტი გასროლა აწარმოა, ბარში კვამლმდენ ყუმბარებს ისროდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ეფბიაისა აგენტები და ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის ბიუროს წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG