Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასი გაეზრდებათ


2019-2020 წლებში 7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, 2019 წლიდან, თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალსაც. ასევე, პირველი იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, დასრულდება სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი და 2020 წლისთვის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებებულებები შესრულდება.

XS
SM
MD
LG