როგორც რადიო თავისუფლებას შეატყობინეს, ტაჯიკეთის სიდიდით მეორე ქალაქ ხუჯანდში, ციხეში, რამდენიმე პატიმარი და ციხის მცველი დაიღუპა ამბოხების დროს, რომელიც წუხელ დაიწყო. რადიო თავისუფლების წყაროს მიხედვით, არ არის ნათელი, რამ გამოიწვია ამბოხება, რომელიც პოლიციის ძალებით ჩაახშვეს. წყაროს თქმით, „რამდენიმე პატიმარს დანა ჰქონდა, რამდენიმე მოკლეს, ზოგმა გაქცევა მოახერხა“. ფრანს პრესის ცნობით, შეტაკებებში დაიღუპა 22 პატიმარი და ორი მცველი. ხუჯანდში მცხოვრებთა თქმით, ციხიდან ცეცხლსასროლი იარაღის ხმა ისმოდა. ხუჯანდის პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ციხის ტერიტორიაზე არ ყოფილა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ დაადასტურა საგანგებო ვითარების არსებობა. თავად ციხის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ მოხდა ამბოხება, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, პოლიციის კორდონებმა გადაკეტეს ხუჯანდიდან მეზობელი უზბეკეთისა და ყირგიზეთისკენ მიმავალი ყველა გზა.
ტაჯიკეთის ქალაქ ხუჯანდის ციხეში პატიმრები და ციხის მცველები დაიღუპნენ ამბოხების შედეგად

ყველაზე პოპულარული
1