Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოს-ანჯელესის მახლობლად ბარში მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი


წუხელ ლოს-ანჯელესის მახლობლად ბარში მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის შერიფის მოადგილე. არის ბევრი დაჭრილი. მოკლულია თავდამსხმელიც. ინციდენტი მოხდა ქალაქ თაუზენდ-ოუკში. ამის შესახებ იტყობინება შერიფი ჯეფ დინი. ხელისუფლება არ იტყობინება, რა გარემოებებში იქნა მოკლული თავდამსხმელი. თვითმხილველთა თქმით, შავებში ჩაცმულმა მაღალმა მამაკაცმა, რომელსაც ნაწილობრივ დაფარული ჰქონდა სახე, ჯერ კარისკაცს ესროლა, შემდეგ კი ბარის შენობაში გახსნა ცეცხლი.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG