Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთმა და აშშ-მა თხევადი გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმეს


პოლონეთის ნავთობისა და გაზის კომპანია PGNiG-მ აშშ-ის კომპანია Cheniere Marketing International-თან ხელი მოაწერა შეთანხმებას აშშ-დან 24 წლის განმავლობაში თხევადი გაზის მოწოდების შესახებ. ამ დროის განმავლობაში პოლონეთისთვის მიწოდებული თხევადი გაზის ოდენობა 30 მილიონ ტონას მიაღწევს. აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა, რიკ პერიმ შეთანხმებას უწოდა „ევროპისთვის დიდი დღე“, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკის სფეროში თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ შეთანხმებას პოლონეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ზუსტი ფასი არ გაუმხელიათ, თუმცა პოლონეთის კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა, მაცეი ვოზნიაკმა თქვა, რომ ამერიკული გაზი თითქმის სამჯერ იაფი იქნება რუსული საწვავზე. დანიშნულების ნავსადგურში საქონლის ჩატანის ყველა რისკი და ხარჯი თავის თავზე აიღო მომწოდებელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG