ამერიკის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ,,ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან. „მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია” - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აშშ გმობს ატოცში ე.წ. საზღვრის გავლებას