„საკმარისია გაეცნოთ იმ ორგანიზაციების პოზიციას, ვინც უშუალოდ კრემლს წარმოადგეს ან მთავრობის წარმომადგენლები არიან და ნახავთ, რომ ისინი ყველაზე უარეს ვარიანტად არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას განიხილავენ,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ამჟამად ვაშინგტონში კატონის ინსტიტუტის გლობალურ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრის ექსპერტმა ანდრეი ილარიონოვმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, კრემლისთვის საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ყველაზე ხელსაყრელია.
„ოფიციალური კრემლისთვის საუკეთესო იქნებოდა ქალბატონი ზურაბიშვილის გამარჯვება. მისი იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც მან არაერთგზის გამოხატა. რაც შეხეება ვაშაძეს, მინიშნებები მუდმივად იმის თაობაზეა, რომ დაბრუნდება სააკაშვილი, დაბრუნდება ყველაფერი რაც უწინ იყო და ამას რუსეთისთვის ძალიან სახიფათოდ მიიჩნევენ“.