Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ კობაურის ადვოკატი ბრალის დამძიმების საფუძველს ვერ ხედავს


გამოძიებამ მტკიცებულების გარეშე გადაწყვიტა ბრალის დამძიმება, - აცხადებს ლექსო კობაიძე, ხადის ხეობაში მოკლული სმითების საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი.

„გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია. თუმცა მათ მაინც ჩათვალეს, რომ ბრალი უნდა დაემძიმებინათ. ბრალი დაფუძნებულია მხოლოდ სპერმის აღმოჩენაზე და ამ მტკიცებულებაზე, თუმცა ჩვენ ამ მტკიცებულებას სადავოს ვხდით. მით უმეტეს მკვლელობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, - უთხრა კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ "ინტერპრესნიუსს".

პროკურატურამ სმითების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა.

„გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმითის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა. დღემდე, მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმითისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმითის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG