Accessibility links

ქუთაისში გაიმართა აქცია - "თანასწორობა გვჭირდება"


"დიასახლისი არ არის უფასო მუშახელი", "კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ გვჭირდება",- ამ და სხვა სლოგანებით ქუთაისში აქცია მოეწყო. პერფორმანსი "თანასწორობა გვჭირდება" კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. კამპანიის მიზანია საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება იმ უთანასწორობის შესახებ, რომელიც არსებობს ეკონომიკაში ქალებსა და მამაკაცებს შორის. მათ შორისაა სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ქალებისათვის, სახელფასო ანაზღაურებას შორის სხვაობა და სხვა.

"ეს ის საკითხებია, რაზეც საოჯახო საუბრებში ხშირად გვსმენია, მაგრამ ნათელი უნდა იყოს, რომ ეს საქმიანობები არ არის მხოლოდ ქალბატონების ვალდებულება. შესაძლოა, ქალი უფრო დამოუკიდებელი იყოს და სხვა საქმიანობით დაკავებული", - განაცხადა მაკა მეშველიანმა, ხელმძღვანელმა გაეროს განვითარების პროგრამისა "გენდერული თანასწორობისათვის", და აღნიშნა, რომ საქართველოში რთულია ბიზნესსესხების აღება ქალებისათვის. ბანკები, როგორც წესი, ითხოვენ ქონებით უზრუნველყოფას. როდესაც ქალი არ არის კერძო საკუთრების მფლობელი, მას უჭირს ბიზნესსაქმიანობის წამოწყება ან გაფართოება. მისივე განმარტებით, აუცილებელია თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.

კამპანია უკვე გაიმართა ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და ოზურგეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG