Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „დიპლომატის დღე“ მისი დაარსებულია


„მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ", - ამის შესახებ მედიასთან საუბრისას საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. საქართველოში დიპლომატის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

"დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მეც კი არა, მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატის დღე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ქართველ დიპლომატებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება მისთვის, „როგორც მომავალი პრეზიდენტისთვის“.

XS
SM
MD
LG