Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: ოკუპაცია მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან


ვიდეო, რაც ვრცელდება სოციალურ მედიაში, კიდევ უფრო ამძიმებს იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, რომელმაც ვერ შეძლო აეცილებინა ეს მძიმე შედეგი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერის გამო, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებები საქართველომ დაიწყო. "ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და მიმდინარეობს ფაქტობრივი ანექსია, რაც არის ის, რაც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი რუსეთის ფედერაციის აგრესიის და იმ უპასუხისმგებლო

ქმედების, რომელიც განახორციელა წინა ხელისუფლებამ, განაცხადა ზალკალიანმა. სოციალურ ქსელში 9 ნოემბერს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილიპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო. ვიდეოჩანაწერი ასახავს 2008 წლის28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს „ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიისთვის“ მიცემული ჩვენების ფრაგმენტს.

XS
SM
MD
LG