Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფლორენციაში იტალიის ნაკრებთან დამარცხდა 28:17


იტალიის ქალაქ ფლორენციაში, არტემიო ფრანკის სტადიონზე გაიმართა სატესტო მატჩი იტალიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის. ანგარიშით 28:17 გაიმარჯვეს იტალიელმა მორაგბეებმა.

მატჩს, რომელშიც ვერ ითამაშა საქართველოს ნაკრების რამდენიმე საკვანძო მოთამაშემ, პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილზეა. ხოლო იტალიის გუნდი, რომელიც ექვსი ერის ჩემპიონატში გამოდის, მსოფლიო რეიტინგში ერთი ადგილით ჩამორჩება საქართველოს.

თამაშის წინ, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან, რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციიდან შესრულდა.

XS
SM
MD
LG