Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის თქმით, რუსეთს უსამართლოდ ედება ბრალი ავსტრიის წინააღმდეგ ჯაშუშობაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ავსტრიელ კოლეგასთან, კარინ კნაისლთან შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთს უსამართლოდ ედება ბრალი ჯაშუშობაში. ვენამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ავსტრიის ყოფილი პოლკოვნიკის წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებულია ათწლეულების განმავლობაში მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ლავროვი 10 ნოემბერს ტელეფონით ესაუბრა კნაისლს. ლავროვის თქმით, ვენას ბრალდებებზე პირადად და პირდაპირ უნდა ელაპარაკა მოსკოვთან და არ გაესაჯაროვებინა ის. ჯაშუშობის თემაზე უსიამოვნება საფრთხეს უქმნის მოსკოვის ურთიერთობას თავისი მცირერიცხოვანი ევროპელი მოკავშირეებიდან ერთ-ერთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG