Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი კვლავ გმობს „არჩევნებს“ უკრაინის სეპარატისტების ხელში მყოფ ტერიტორიებზე


ევროპის კავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ის გმობს „არჩევნებს“, რომელიც 11 ნოემბრისთვისაა დანიშნული სეპარატისტების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს „არჩევნები“ არღვევს საერთაშორისო კანოებს და ძირს უთხრის მინსკის შეთანხმებებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას ისახავს მიზნად. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, „სრულად გამოიყენოს მის ანგარიშგასაწევი გავლენა სეპარატისტებზე, რომლებსაც მხარს უჭერს“, რათა ხელი შეუწყოს მინსკის შეთანხმებების სწრაფ და სრულ განხორციელებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG