საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე, მაკა ჩიჩუა ელისეის სასახლეში დაესწრნენ ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას, რომლითაც ემანუელ მაკრონმა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გახსნა.
„საზეიმო მიღებაში, რომლითაც ემენულ მაკრონმა უმაღლესი რანგის სტუმრებს მისასალმებელი ცერემონია გამართა, გიორგი მარგველაშვილთან და მაკა ჩიჩუასთან ერთად მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერმინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, ლიეტუვის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესტონეთის, ლატვიის, მაკედონიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის, შვეიცარიის, ხორვატიის სახელმწიფოების მმართველები“, - იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი.