Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ზეიმობს


11 ნოემბერს პოლონეთი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ზეიმობს. ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები ვარშავაში ტარდება.

მმართველი პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ დღესასწაულს ოპოზიციისგან დამოუკიდებლად აღნიშნავს ღვთის განგების ტაძარში. იქ შეიკრიბნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი და პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი.

ვარშავაში ჩავიდა ასევე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. მან ყვავილები მიიტანა პირველი მსოფლიო ომის დროს პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მარშალ იუზეფ პილსუდსკის ძეგლთან.

ტუსკთან ერთად გამოვიდა მისი ყოფილი თანამებრძოლი და ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი გჟეგოჟ სხეტინა. ტუსკმა ითხოვა, ამ დღეს გვერდზე გადადონ პოლიტიკური კონფლიქტები. თავის მხრივ, სხეტინამ გააკრიტიკა მთავრობა იმისთვის, რომ ის უარს აცხადებს ევროკავშირის საბჭოსთან თანამშრომლობაზე.

XS
SM
MD
LG