Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია


კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია. დაღუპულთა უმრავლესობა აღმოჩენილია ქალაქ პარადაისის მიდამოებში, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურა ხანძრებმა. მასში ცხოვრობდა 26 ათასი ადამიანი. ისინი ევაკუირებულ იქნენ საავადმყოფოებთან და სკოლებთან ერთად.

ახლა ხანძრები ემუქრება სანაპირო რაიონებსაც, მათ შორის კურორტ მალიბუს, სადაც ამერიკის მრავალი სახელგანთქმული ადამიანი ცხოვრობს.

მთლიანობაში კალიფორნიაში აალების 16 აქტიური კერაა დაფიქსირებული. აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, ეს ხანძრები ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველია კალიფორნიის ისტორიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG