Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: „ხვალ პანკისიდან ხალხი ჩამოვა“


მალხაზ მაჩალიკავშილი და ზაზა სარალიძე
მალხაზ მაჩალიკავშილი და ზაზა სარალიძე

„12 ნოემბერს პანკისის ხეობიდან ხალხი ჩამოვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან აქციის გასამართად“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლის შვილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში იქნა სასიკვდილოდ დაჭრილი 2017 წლის 26 დეკემბერს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პანკისელები აქციის გამართვას 15.00 საათზე აპირებენ.

„რუსთაველზეც იქნება აქცია და - საარჩევნო შტაბთანაც. ორი პარალელული აქცია გვექნება და მოვითხოვთ ყველა დამნაშავის, მათ შორის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დასჯას. სად უნდა მივიდეთ, ჯერ ზუსტი ადგილი არ ვიცით, თუმცა აუცილებლად დავადგენეთ. სადაც უნდა იყოს, ყველაგან მივაგნებთ ჩემი შვილის მკვლელებს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG