Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ათობით ადამიანი დაიღუპა ავღანეთის პროვინცია ღაზნიში


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 15 სამოქალაქო პირი და ელიტური სამხედრო შენაერთის ათი წევრი იქნა მოკლული ღაზნის პროვინციაში გამართულ ბრძოლაში. ჯაღორის ოლქში, სადაც ეთნიკური ჰაზარები ცხოვრობენ, ბრძოლა წამოიწყო 7 ნოემბერს, როცა თალიბებმა მიიტანეს ოლქზე იერიში. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ადგილობრივი შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ელიტური შენაერთები გაგზავნა ჯაღორში. გარდა დაღუპულებისა, 11 ნოემბრის ბრძოლაში დაიჭრა სპეცრაზმის ექვსი წევრი. სხვა ინციდენტში, პროვინცია ბაღლანში, უშიშროების ძალების სულ მცირე 14 წევრი იქნა მოკლული და რვა დაიჭრა თალიბანის იერიშისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG