Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არქეოლოგებმა ეგვიპტეში უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს


არქეოლოგებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს ათობით მუმიფიცირებული კატა, კობრა და ალიგატორი. ასევე ისტორიაში პირველად იპოვეს ხოჭოების მუმიები. აღმოჩენილი მუმიები, რომლის ასაკი შესაძლოა 6 ათას წელს აღწევდეს, კაიროს მახლობლად, საკარას ნეკროპოლში მდებარეობს. ცხოველებთან და მწერებთან ერთად აკლდამაში აღმოჩნდა კატების მოოქროვილი ქანდაკებები და კატების ძველეგვიპტური ქალღმერთის, ბასტეტის ბრინჯაოს ქანდაკება.

XS
SM
MD
LG