სულ მცირე 31 ადამიანია დაღუპული კალიფორნიის შტატში, სადაც გასული ხუთშაბათიდან მძვინვარებს სამი ხანძარი. 31-დან 29 ცხედარი ნაპოვნია ქალაქ პარადაისში, რომელიც ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა. კიდევ ორი გვამი აღმოაჩინეს ლოს-ანჯელესსა და მალიბუს შორის, დამწვარ ავტომობილში. დღემდე დადასტურებული იყო 25 ადამიანის დაღუპვის ფაქტი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება რამდენიმე ათეული ადამიანი.
კალიფორნიის ჩრდილოეთში ხანძარმა უკვე გაანადგურა 45 ათასი ჰექტარი ტერიტორია. შტატის ხელისუფალთა ინფორმაციით, ჯერჯერობით ლოკალიზებულია ცეცხლის კერების მხოლოდ 25%. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს. სტიქიის გამო ევაკუირებულია 250 ათასზე მეტი ადამიანი.