Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან კობერიძე: ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე პარლამენტში ლუსტრაციის კანონპროექტის შეტანის ინიციატივით გამოდის.

"ლუსტრაციის კანონი !!! სასწრაფოდ !!!

იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალ თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება, იმისათვის რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ - მივმართავ კოლეგა დეპუტატებს შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი" - წერს დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG