ფინეთი აცხადებს, რომ იძიებს რუსეთის მხრიდან შესაძლო ჩარევას GPS-ის, ანუ გლობალური პოზიციონირების სისტემის სიგნალში იმ დროს, როცა ფინეთის რეგიონ ლაპლანდიაში ნატოს წვრთნები მიმდინარეობდა. იუწყებიან, რომ ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო საჰაერო მოძრაობას. ამ განცხადებით 11 ნოემბერს გამოვიდა პრემიერ-მინისტრი იუხა სიპილია, რამდენიმე დღესი მას შემდეგ, რაც ფინეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურებმა გაფრთხილება გაავრცელეს ქვეყნის ჩრდილოეთში GPS-ის სისტემის მასშტაბურ დარღვევაზე. ანალოგიური გაფრთხილება გაავრცელა მეზობელმა ნორვეგიამაც - იუწყებოდა, რომ ოქტომბრის ბოლოს, როცა ნატოს წვრთნები დაიწყო, პილოტებმა დაკარგეს GPS-ის სიგნალი. "შესაძლოა ამ ჩარევის უკან რუსეთი იდგეს" - უთხრა სიპილიამ ფინეთის საზოგადოებრივ რადიოს და დასძინა, გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად ვიმოქმედებთო. "ეს პატარა ამბავი არ არის, რადგან საფრთხე შეექმნა სამოქალაქო რეისებს", თქვა მან. ნატოს წვრთნები, სახელად Trident Juncture, ცივი ომის დასრულების შემდეგ ალიანსისთვის ყველაზე მასშტაბური იყო და მასში მონაწილეობდა ალიანსის 29-ვე წევრი, ისევე, როგორც პარტნიორები ფინეთი და შვედეთი.
ყველაზე პოპულარული
1