Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე:“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიული სცენარის განხორციელებას


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგია საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის სრული ოკუპაცია“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 12 ნოემბერს გამართული ბიუროს სხდომაზე:

უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ დანაშაულის შედეგია ძალიან მძიმე - სრული ოკუპაცია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის, შეგახსენებთ დანაშაულებს: ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ათიათასობით ახალი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასობით დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი. თქვენი დანაშაულის შედეგია ეს ყველაფერი და ამას თქვენ უწოდებთშეცდომას“. ეს არის თქვენი დანაშაული, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ, როდესაც თქვენ მხარი დაუჭირეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. უკვე 5 პასუხი მიიღეთ და მიიღებთ კიდევ ერთ პასუხს. ეს არის უმძიმესი კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა. ეს იყო ერთ-ერთი დანაშაული, რაც მე ვთქვი, როდესაც მან ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიული სცენარის განხორციელებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ.

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი სხვა დანაშაულიც აქვს ჩადენილი და მას პოლიტიკური მომავალი საქართველოში არ აქვს.

XS
SM
MD
LG