Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიცოცხლის ხელყოფით მუქარის გამო სახალხო დამცველი შსს-ში გამოკითხეს


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დაცველმა ნინო ლომჯარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია სიცოცხლის ხელყოფით მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ. სახალხო დამცველის გამოკითხვა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. „მივაწოდე შესაბამისი მასალები, გამომკითხეს და შეადგინეს ოქმი“ - უთხრა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველის ინფორმაციით, სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მისი სურვილია შსს-მ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები. ნინო ლომჯარიას თქმით, მუქარას ავრცელებს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თვითორგანიზებული ადამიანების ჯგუფი. ლომჯარიას განცხადებით, რამდენად რეალურია მუქარა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაადგინოს. სახალხო დამცველი გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც 12 ნოემბერს ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მიიღო შეტყობინებები სიცოცხლის მოსპობის მუქარით.

XS
SM
MD
LG