Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე მაჭავარიანი: პოპულისტური მოწოდებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას


2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ივანე მაჭავარიანმა თხოვნით მიმართა დეპუტატებს, რომ ნუ შეუქმნიან საფრთხეს ქვეყნის რეპუტაციასა და განვითარებას. ფინანსთა მინისტრის აზრით, ამ მხრივ საფრთხის შემცველია პოლიტიკოსთა პოპულისტური და ავანტიურისტული მოწოდებები, მაგალითად - პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა მოითხოვს თავის მსხვერპლს და ასე თუ ისე ვერ ვცდებით ამ პოპულიზმს, ჩემი თხოვნაა, რომ მაინც შევინარჩუნოთ საღი აზრი... აბსურდული მოსაზრებები, როგორიც არის 400-ლარიანი პენსია და მსგავსი ავანტიურისტული მოწოდებები მთლიანად საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის აზრით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და კარგი საერთაშორისო რეპუტაცია და სწორედ ამას სჭირდება გაფრთხილება.

„პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელში ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გაუმჯობესება, არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი. ეს არაერთხელ აღნიშნა სავალუტო ფონდმა. ჩვენი რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე, როგორც სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნის, როგორც ფისკალურად პასუხისმგებლიანი ქვეყნის, არის ძალიან მაღალი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატებისთვის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG