Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უნგრეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს


მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა გრუევსკის ფეისბუკის გვერდზე 13 ნომბერს გამოქვეყნებული განცხადებით, გრუევსკი უნგრეთში იმყოფება და იქ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მანამდე ერთი დღით ადრე მაკედონიის პოლიციამ გასცა ყოფილი პრემიერის დაპატიმრების ორდერი. მას ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განმარტებით, დაპატიმრების ორდერი გაიცა მას შემდეგ, რაც მოსამართლეებმა 9 ნოემბერს არ დააკმაყოფილეს გრუევსკის ბოლო სარჩელი. მაკედონიის წამყვანი კონსერვატიული ოპოზიციური პარტიის ყოფილ ლიდერს მაისში შეუფარდეს ორი წლით პატიმრობა, რადგან უკანონოდ ცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ზემოქმედება 600 ათასი ევროს ღირებულების ავტომანქანის შეძენის მიზნით. სასამართლოს კურიერებმა ვერ დაადგინეს გრუევსკის ადგილსამყოფელი, რათა მისთვის გადაეცათ უწყება საპატიმროში დასაბარებლად. 48 წლის გრუევსკი მაკედონიის პრემიერ-მინისტრი იყო 2006-2016 წლებში. მისი პარტია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს სამართლებრივ დევნას. გრუევსკის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ სამი საქმე კორუფციაში ბრალდებით, რასაც შესაძლოა უფრო ხანგრძლივი პატიმრობის მისჯა მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG