Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე მაჭავარიანი: კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების შიში პროექტებს აფერხებს


კორუფციული პრეტენზიები უსამართლოდ არის დაკავშირებული ინფრასტრუქტურასთან, - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ხშირად სწორედ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების შიშით ფერხდება დონორების მიერ კონკრეტულ პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების დახარჯვა.

„ვფიქრობ,ჩვენ ზედმეტად ვართ შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო და უკაცრავად სლენგისთვის - ზედმეტად ვუჭერთ. ამიტომ უფრო მეტი დრო მიაქვს ამ პროცესს. უფრო მეტად ფრთხილები ვართ და დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ეს არის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ, აუთვისებელ თანხებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის დაგვიანებას ივანე მაჭავარიანი დონორების მიერ დადგენილ ბიუროკრატიულ პროცედურებსაც მიაწერს. მკაცრი კონტროლის პირობებში ის გამორიცხავს კორიფციული გარიგებების არსებობას.

„ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება დონორების მიერ და შესყიდვის პროცედურები კონტროლდება დონორების სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა, რომლის თქმითაც, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა „არსად იკარგება და ფული ამ პროექტებზე ისევ დაიხარჯება“.

XS
SM
MD
LG