Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის წევრი იარომირ შტეტინა: გვინდა საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონდეს


ევროპარლამენტის ჩეხი დეპუტატის, იარომირ შტეტინას აზრით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. გვინდა საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონდესო, განაცხადა შტეტინამ. ის ერთ-ერთ ამოცანად მიიჩნევს შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ მოქმედებას. მას არ დაუსახელებია შერჩევითი სამართლის კონკრეტული მაგალითები. შტეტინამ ახსენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პრობლემაც. ევროპარლამენტში მიმდინარეობს საქართველოსა და მოლდავეთის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების შესრულების საკითხის განხილვა, რასაც 14 ნოემბერს უნდა მოჰყვეს კენჭისყრა ამ საკითხებზე მოხსენებების შესახებ.

XS
SM
MD
LG