Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 ნოემბერს ევროპარლამენტი კენჭს უყრის მოხსენებას საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ


ევროპარლამენტში 14 ნოემბერს კენჭს უყრიან მოხსენებას საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიში მომზადებულია ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის მიერ. მომხსენებელმა, ლატვიელმა დეპუტატმა ანდრეის მამიკინსმა 13 ნოემბერს სტრასბურგში გამართული დებატების ბოლოს აღნიშნა, რომ საქმე ეხება პირველ ანგარიშს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ და ის ასახავს არამარტო საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს - არამედ შეფასებულია ისიც, თუ მხარდაჭერის გაწევის რა უნარი აქვს საკუთრივ ევროკავშირს. მამიკინსის აზრით, საქართველოსთან ურთიერთობა აჩვენებს, რომ ევროკავშირს შეუძლია მისაბაძი მოდელი იყოს სხვა ქვეყნებისათვის. ლატვიელმა დეპუტატმა კვლავ დადებითად შეაფასა საქართველოს მიღწევები, მაგრამ აღნიშნა, რომ საჭიროა საუბარი და მუშაობა პრობლემებზეც, რომლებიც კვლავინდებურად არსებობს, სოციალურის ჩათვლით. მანვე პარლამენტარებს შეახსენა, რომ საქართველო „პოლიტიკურად დელიკატურ“ ეტაპზეა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში და დეპუტატებმა თავი უნდა შეიკავონ თავიანთი განცხადებებით პოლიტიკურ პროცესში ჩარევისაგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG