Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის შემდეგ ნორვეგიაც ვარაუდობს, რომ რუსეთი ჩაერია GPS-ის სიგნალში ნატოს ბოლო წვრთნების დროს


ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არქტიკაში რუსეთის ჯარები ჩაერიენ GPS-ის, ანუ გლობალური პოზიციონირების სისტემის სიგნალში ნატოს ბოლო სამხედრო წვრთნების დროს. ერთი კვირის წინ კი ფინეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურებმა გაავრცელეს გაფრთხილება ქვეყნის ჩრდილოეთში GPS-ის სისტემის მასშტაბურ დარღვევასთან დაკავშირებით. „ისეთივე პრობლემა გვაქვს, როგორც ფინეთს. ვფიქრობთ, ესეც შეიძლება იყოს რუსეთის წვრთნის ნაწილი“, განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბაკე-იენსენმა 13 ნოემბერს „როიტერსთან“ ინტერვიუში. ოქტომბრის ბოლოს - რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ნორვეგიაში დაიწყებოდა ცივი ომის შემდეგ ნატოს უდიდესი სამხედრო წვრთნები - ოსლომ ასევე გაავრცელა გაფრთხილება GPS-ის სისტემის დარღვევის გამო. ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა ორი არაწევრი ქვეყანა - ფინეთი და შვედეთი. როგორც ფინეთის პრემიერ-მინისტრმა იუჰა სიპილამ 11 ნოემბერს განაცხადა, GPS-თვის ხელისშემშლელი მხარე შესაძლოა ყოფილიყო რუსეთი, რომელიც ცნობილია, რომ შესწევს ამის უნარი. კრემლმა 12 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით „უსაფუძვლო უწოდა“ ფინეთის ბრალდებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG