Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააკავეს ჰაკერობასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე


საქართველოში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია კიბერდანაშაულებში და მოსკოვთან ჩადენილ მკვლელობაში. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს რუსულენოვანი სამსახური ეჭვმიტანილს მოიხსენიებს 28 წლის იაროსლავ სუმბაევად და იუწყება, რომ ის გასულ კვირაში თბილისში დააკავეს. ამავე წყაროს თანახმად, საქართველოში სასამართლო უახლოეს მომავალში განიხილავს რუსეთისათვის მისი გადაცემის საკითხს. რუსი გამომძიებლების ვერსიით, სუმბაევი სხვა ჰაკერებთან ერთად იპარავდა ფულს საბანკო ბარათებიდან, სარკინიგზო ბილეთების გასაყიდი საიტების გატეხვის მეშვეობით. ეს საქმე გახსნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელმა ევგენია შიშკინამ, რომელიც 10 ოქტომბერს მოსკოვთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG