Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ ბრექსიტის შესახებ შეთანხმების პროექტზე


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, მისი მთავრობა ევროკავშირს ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკების შემდეგ შეუთანხმდა ბრექსიტის შესახებ შეთანხმების ტექსტზე. მეიმ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ შეთანხმებას მომდევნო დღესვე გააცნობს მთავრობის კაბინეტს, რის შემდეგაც უკვე პარლამენტს წარუდგენს. ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ ტექსტის პროექტი შეთანხმებულია და ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა, 25 ნოემბრის სამიტზე მოიწონონ ბრექსიტზე შეთანხმება, თუ მას ტერეზა მეის მთავრობის მხარდაჭერა ექნება. მეის საკუთარი კონსერვატიული პარტიის რიგებშიც უწევენ წინააღმდეგობას ბრექსიტის სხვადასხვა დეტალის გამო, ხოლო ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს შეთანხმებას, თუ ბრიტანეთს არ შეუნარჩუნდება ზუსტად ისეთივე ეკონომიკური სარგებელი, როგორითაც ქვეყანა ამჟამად, ევროკავშირის შემადგენლობაში სარგებლობს. ბრიტანეთში 2016 წლის ივნისში გაიმართა რეფერენდუმი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე. ბრექსიტს მცირე უმრავლესობა მიემხრო. ევროკავშირიდან გასვლის ოფიციალურ თარიღად 2019 წლის 29 მარტი განისაზღვრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG