Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძემ ცესკოს დაასწრო არჩევნების თარიღის გამოცხადება


დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან სხვა თემაზე გაკეთებულ კომენტარში არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კონკრეტული თარიღი ჯერ ისევ არ გამოუცხადებია.კალაძის კომენტარი შეეხებოდა „Edison Research“-ის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ კვლევას.

ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე, მანიპულირება საზოგადოების აზრზე. ჩვენ თუ გადავხედავთ წლების განმავლობაში თუ როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და აწვდიდნენ მოსახლეობას და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ… იგივე იყო ამ შემთხვევაშიც. იყო კვლევა გამოქვეყნებული თქვენ მიერ და ამ კომპანიის მიერ, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ მესამე ადგილზე იყო… თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა და 28 ნოემბერს აღმოჩნდება განსხვავებული რეალობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცესკოში საღამოს 7 საათისთვის გადაიდო სხდომა, რომლის შემდეგაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი უნდა გამოცხადდეს.

XS
SM
MD
LG