Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირდება


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლიდან ევაკუირებულ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფენ. „ადგილზე სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება მოხდა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო, თუმცა ეს მოგვიანებით დადგინდება. რამდენიმე სართული არის დანგრეული, არიან დაშავებულები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ევაკუირებულ ადამიანებს, გვერდით კორპუსებში არანაირი პრობლემა არ არის, ხოლო რაც შეეხება დაზიანებულ კორპუსს, ადამიანები, რომლებიც გამოყვანილები არიან საცხოვრებელი სახლებიდან, გადავიყვანთ სხვადასხვა მისამართებზე. ამას გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს“ - განუცხადა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მისულმა კახა კალაძემ. მერის ინფორმაციით, შემოწმდება რამდენად უსაფრთხო იქნება ამ კორპუსში ცხოვრება.

ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. მაშველები ეძებენ ნანგრევებში სავარაუდოდ, მოყოლილ დედა-შვილს.

XS
SM
MD
LG