“ქართული ოცნების“ ლიდერების სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე გამოსახვა, პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით, არათუ მისაღებია, არამედ ამ ხერხის გამოყენება ძალიან მომწონს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხმების რაოდენობაში პოზიტიურად აისახება" - უთხრა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს. ინფორმაციას საინფორმაცია სააგენტო IPN ავრცელებს.
„არ მგონია, რომ რაიმე კითხვის ნიშანი უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო ისეთ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილს “ქართული ოცნების“ ოფიციალური მხარდაჭერა აქვს. ეს კარგი ნაბიჯია მეტი ხმების მოსაპოვებლად“- ამბობს პარლამენტარი.