ათასობით ადამიანი გავიდა ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რათა მოეთხოვათ პრემიერ- მინისტრის ანდრეი ბაბიშის გადადგომა. 15 ნოემბრის დემონსტრაციის ფონია ბაბიშის კოალიციური პარტნიორების მსჯელობა, მთავრობის დატოვების გარშემო. დემონსტრანტები ბაბიშს ტყუილში და ევროკავშირის თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. ბაბიშზე ზეწოლა გაძლიერდა მასმედიის ცნობის შემდეგ, რომ პრემიერი დაკითხვისგან მალავდა თავის ვაჟს, ანდერი ბაბიშ უმცროსს. გავრცელდა ცნობა, რომ ის ძალით იქნა წაყვანილი ანექსირებულ ყირიმში. ბაბიში ბრალდებას უარყოფს და ამ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს. პარლამენტში ოპოზიცია გამოვიდა მოთხოვნით, პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე კენჭისყრა მოეწყოს. პარლამენტის თავმჯდომარის თანახმად, კენჭისყრა შეიძლება 23 ნოემბერს გაიმართოს. პრაღაში, ვაცლავის მოედანზე გამოსულებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით, „ძირს ბაბიში,“ სირცხვილი“. ოპოზიცია თვლის, რომ თუ მთავრობამ წააგო უნდობლობის ვოტუმი, ის უნდა გადაგეს. ახალი პრემიერი პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა უნდა დაასახელოს. ულტრა მემარჯვენე ოპოზიცია, პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“, ევროკავშირის და ნატოს მოწინააღმდეგე პარტია, აცხადებს, რომ მზად არის ბაბიშის კაბინეტს ზურგი გაუმაგროს სოციალ-დემოკრატი მინისტრების გარეშე, თუ ბაბიში მთავრობა შეიცვლის ზოგიერთ შეხედულებას.
ყველაზე პოპულარული
1