Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტალი საფაროვს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს


ვიტალი საფაროვი
ვიტალი საფაროვი

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტოლერანტობის ქომაგის წოდება უფლებადამცველ ვიტალი საფაროვს მიანიჭეს.

„ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს, სავარაუდოდ ქსენოფობიური სიძულვილის ნიადაგზე. იგი მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.

ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო ვიტალი საფაროვის დედას გადაეცა.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრმა სულ ტოლერანტობის 12 ქომაგი გამოავლინა. მათ, ცენტრის შეფასებით, მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით შეუწყვეს ხელი ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. დაჯილდოვებულებს შორის არიან იოჰანეს დაუმა - ჰოლანდიის ელჩი საქართველოში; მონაზონი​ სიდონია; ნათია კაპანაძე - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი; სოფო სიჭინავა - ცესკოს თანამშრომელი;ვაჟა ვარდიძე - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, თეოლოგი;ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის ცენტრი; მედიაორგანიზაციები: „ბათუმელები“, მარნეულის სათემო რადიო, პანკისის სათემო რადიო WAY.სპეციალური ჯილდო გადაეცათ:გარი აუგუსტ - ქართველ გერმანელთა სათვისტომოს​ ხელმძღვანელს,რეგინა იაკობიძე- ლატვიის სათვისტომოს თავმჯდომარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG