Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ჟორეს მედვედევი


ლონდონში 93 წლის ასაკაში გარდაიცვალა ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ჟორეს მედვედევი. ამის შესახებ ინფორმაცია 16 ნოემბერს გაავრცელა მისმა მეგობარმა, მწერალმა სემიონ რეზნიკმა. აღიარებული ბიოქიმიკოსი, ყველაზე უფრო ღიად აკრიტიკებდა სტალინის ფავორიტ ბიოლოგ ტროფიმ ლისენკოს, რომელიც უარყოფდა გენეტიკას და შექმნა ფსევდომეცნიერული კონცეფცია „ლისენკოიზმი“. 1950-იან წლებში მედვედევი გაათავისუფლეს ყირიმის ნიკიტსკის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. შემდეგ კი 1969 წელს საერთოდ ჩამოაშორეს აკადემიურ საქმიანობას მას შემდეგ, რაც აშშ-ში გამოქვეყნდა მისი წიგნი ლისენკოს შესახებ. ძმასთან, ცნობილ ისტორიკოს როისთან ერთად, ჟორეს მედვედევი გამოსცემდა ჟურნალ „პოლიტიკურ დღიურებს“, თვითგამოცემას, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა საბჭოთა ცენზურას და მეცნიერების მიმართ შემოღებულ შეზღუდვებს.

XS
SM
MD
LG