Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი:ჩვენი მოლოდინია, დადგეს რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი


Georgia -- David Zalkaliani, Foreign Minister of Georgia. Tbilisi. 03Sep2018
Georgia -- David Zalkaliani, Foreign Minister of Georgia. Tbilisi. 03Sep2018

ჩვენი სამხედროები იცავდნენ საკუთარ ქვეყანას და როგორ შეიძლება მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს? - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით,ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს და სპეკულაციები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხზე ისმის, ძალიან სახიფათოა. „ეს ძალიან რთული და მგრძნობიარე იურიდიული საკითხია. უამრავი მასალაა საქართველოს მხრიდან მთავარი პროკურორის ოფისისა და ჰააგის სასამართლოსადმი მიწოდებული. ჩვენი მოლოდინია, რომ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაიდინეს ქართველებთან, განსაკუთრებით კი ქართველ სამხედროებთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით იუსტიციის სამინისტრო ძალიან აქტიურ საქმიანობას ახორციელებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამას მუდმივად ხელს ვუწყობთ და ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ამ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გამოყენება", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG