Accessibility links

გორის ცენტრალურ პარკში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს


გორის კულტურის და დასვენების ცენტრალურ პარკში სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შემოსაზღვრულია პარკის შესასვლელის ტერიტორია. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ კეთდება, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს მოქმედებები უკავშირდება 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული იაგო ნებიერიძის მონაწილეობით მიმდინარე ოპერაციას. იაგო ნებიერიძე 2004 წელსად დააკავეს ფულის გამოძალვის ბრალდებით. მაშინ გორში 11 წლის ბიჭი დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები ბიჭის ნეშტის ადგილმდებარეობის დასადგენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG