Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი მლადიჩი "კოცნას აგზავნის" ციხიდან გადაცემულ ინტერვიუში


ბოსნიელ სერბთა ყოფილმა ლიდერმა, რატკო მლადიჩმა, რომელსაც ჰოლანდიაში სამუდაო პატიმრობა აქვს მისჯილი ომის დანაშაულებისთვის და გენოციდისთვის, აღშფოთება გამოიწვია სერბიის ტელევიზიით ნაჩვენები ინტერვიუთი. "ბაბუა რატკო კოცნას გიგზავნით" - თქვა 75 წლის მლადიჩმა ინტერვიუში, რომელიც 16 ნოემბერს აჩვენეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სერბებმა მლადიჩის ხმა მოისმინეს მას შემდეგ, რაც ის 2017 წლის ნოემბერში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მლადიჩის შვილმა, დარკომ, მამას ციხეში დაურეკა სერბიის ტელევიზიით მიმდინარე პირდაპირი ეთერის დროს და სატელეფონო საუბარი ხმამაღლა ჩართო. ბოსნიელ მუსლიმთა ლიდერმა, ბაკირ იზეტბეგოვიჩმა ერთ-ერთ ტელევიზიას პასუხად უთხრა, მლადიჩის სიტყვებით "ჭრილობებზე მარილი დაგვეყარაო". სატელეფონო ზარის დროს სტუდიაში იმყოფებოდა სერბ ნაციონალისტთა ლიდერი, ვოისლავ შეშელი. "უთხარით მომინახულოს და ნახოს როგორ ვთამაშობ ჭადრაკსო" - თქვა მლადიჩმა შეშელის გასაგონად. სხვა ბრალდებებთან ერთად, მლადიჩი დამნაშავედ სცნეს 1995 წელს ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში მომხდარ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში, როცა 8000-დე მუსლიმი ბიჭი და მამაკაცი დახოცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG