Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში საკონტროლო გამშვებ პუნქტს თავს დაესხა თვითმკვლელი მოიერიშე


ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში პოლიციის გამშვებ პუნქტთან ახლოს თავი აიფეთქა მოიერიშე ქალმა, რომლის ვინაობა დადგენილი არ არის. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაიღუპა, იერიშის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. ჩეჩნეთის პოლიციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, აპთი ალაუდინოვმა რია ნოვოსტის უთხრა, რომ ქალის ქცევამ პოლიციელებში ეჭვი აღძრა და როცა მას დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვეს, პოლიციამ შენიშნა მის სხეულზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა და ქალს ცეცხლი გაუხსნა. ჩეჩნეთში დროდადრო ხდება მცირე მასშტაბის ძალადობრივი შემთხვევები მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ ორჯერ იომა სეპარატისტების წინააღმდეგ, 1990-იანებსა და ადრეულ 2000-იანებში. საგანგებო მდგომარეობა რესპუბლიკაში 2009 წელს გაუქმდა.


XS
SM
MD
LG