Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: „არა ბოროტებას“ ივანიშვილის ბანერზე უნდა ეწეროს"


გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თბილისის ქუჩებში გაჩენილი ბანერები წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას“, „ქართული ოცნების“ შეკვეთით არის დადგმული. მათზე გამოსახულია თავად ვაშაძე, მიხელ სააკაშვილთან და სააკაშვილის ყოფილი გუნდის სხვა წევრებთან, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილთან, ვანო მერაბიშვილთა და სხვებთან ერთად.

„ამას აკეთებს "ქართული ოცნება", რომელიც არის სრულ სასოწარკვეთილებაში, აკეთებს ისეთივე ბინძური პოლიტტექნოლოგიებით, როგორც ამასწინათ გაკრული ბანერების შემთხვევაში, რომლებსაც თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის მუშაკები აკრავდნენ. გააკრან. იმიტომ, რომ მე არ ვიცი, „არა ნაცებს და არა ბოროტებას“, როგორ ეხება არმაზ ახვლედიანს ან მედიკო ვასაძეს ან იმ 11 პარტიის წევრებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. „არა ბოროტებას“ მიწერილი უნდა იყოს იმ ბანერზე, სადაც კმაყოფილი სახით და აღაჟღაჟებული ლოყებით ბატონი ივანიშვილი და მისი ამფსონები არიან გამოსახულნი. იმიტომ, რომ ამ ხალხმა, 6 წლის განმავლობაში დააქციეს საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს ეკონომიკა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ქართული ოცნების" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბანერები მათი დაკვეთით არ დადგმულა და რომ ეს კერძო ინიციატივაა.

XS
SM
MD
LG