Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ტრამპმა წერილობით უპასუხა სპეციალური პროკურორის მიულერის შეკითხვებს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წერილობითი ფორმით გასცა პასუხები სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის შეკითხვებს. მიულერი იძიებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის შესაძლო ჩარევას და ტრამპის საარჩევნო შტაბის და რუსეთის წარმომადგენლების შესაძლო კავშირებს. დონალდ ტრამპის ადვოკატის, რუდოლფ ჯულიანის განცხადებით, პრეზიდენტმა უპრეცედენტო თანამშრომლობა გამოიჩინა და პასუხი გასცა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას. ჯულიანის თქმით, ტრამპის პასუხებში არაფერია ისეთი, რაც მანამდე საჯაროდ არ თქმულა. ადვოკატის შეფასებით, დადგა დრო, რომ გამოძიება დასრულდეს. Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს პასუხი არ გაუცია შეკითხვებისთვის, რომლებიც შეეხებოდა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამოძიებისთვის შესაძლო ხელისშეშლას, მათ შორის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის თანამდებობიდან ჯეიმს კომის დათხოვნას. დონალდ ტრამპმა, რომელიც გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობად" აფასებს, არაერთხელ უარყო რუსეთთან მისი წარმომადგენლების კავშირი.

XS
SM
MD
LG