Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპოლის პრეზიდენტად რუსი გენერლის არჩევის მოლოდინი არ გამართლდა

კიმ ჩონ იანი
კიმ ჩონ იანი

დუბაიში, ინტერპოლის გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს სამხრეთ კორეელი კიმ ჩონ იანი. ის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას ორი წლით უხელმძღვანელებს. კიმ ჩონ იანი 2015 წლიდან იკავებდა ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ, ინტერპოლის ხელმძღვანელი, ჩინელი მენ ჰუნვეი თავის სამშობლოში დააკავეს კორუფციის ბრალდებით.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნების წინ ფავორიტად ითვლებოდა რუსეთის შინაგან საქმეთა მაღალჩინოსანი, გენერალი ალექსანდრ პროკოპჩუკი. ინტერპოლის პრეზიდენტად მის შესაძლო არჩევას პროტესტი მოჰყვა პრეზიდენტ პუტინის ოპონენტების და დასავლეთის არაერთი სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პროკოპჩუკი ინტერპოლს გამოიყენებდა პუტინის პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის.

XS
SM
MD
LG